ახალციხელმა მხატვარმა ნუგზარ თამარაშვილმა ხელოვნების საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა
ახალციხელმა მხატვარმა ნუგზარ თამარაშვილმა First Wish Art Gallery- ის ხელოვნების საერთაშორისო, მეოთხე ონლაინ კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა.
თამარაშვილმა საპრიზო ადგილი ნამუშევარში „პარიზი, მოდილიანის გზაზე“, ნომინაციაში "უნიკალური ხელმოწერისა და კონცეფციისთვის" დაიმსახურა.
აღნიშნულ კონკურსში მხატვრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებდნენ მონაწილეობას.