კულტურა
ახალციხეში საახალწლო პროგრამის განრიგი ცნობილია
ახალციხის მუნიციპალიტეტში საახალწლო პროგრამის განრიგი ცნობილია. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალციხეში ღონისძიებები 25, 27 და 29 დეკემბერს გაიმართება, ქალაქ ვალეში კი ნაძვის ხის ანთება 24 დეკემბერს იგეგმება.
ღონისძიებების ფარგლებში მუნიციპალიტეტს ქართული ესტრადის შემსრულებლები ესტუმრებიან.
გთავაზობთ საახალწლო ღონისძიებების პროგრამას:
24 დეკემბერი - ქალაქი ვალე
- ღონისძიების ადგილი: კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია
- საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 18:00 საათი
- საახალწლო მილოცვა;
- ნაძვის ხის ანთება;
- საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ნინო ჩხეიძე;
- საზეიმო ფოიერვერკი;
25 დეკემბერი - ქალაქი ახალციხე
- ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
- საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 19:00 საათი
- თოვლის პაპის და ზღაპრის გმირების საახალწლო წარმოდგენა, სამუსიკო სკოლის დრამერების შოუ;
- საახალწლო მილოცვა;
- კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით;
- მთავარი ნაძვის ხის ანთება;
- საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი ,,სახე“;
- საზეიმო ფოიერვერკი;
27 დეკემბერი - ქალაქი ახალციხე
- ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
- საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 18:00 საათი
- კონცერტი - ლინდა ადამია, ჯგუფი ,,1/4“, კაბუ;
29 დეკემბერი - ქალაქი ახალციხე
- ღონისძიების ადგილი: შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია
- საახალწლო პროგრამის დასაწყისი: 18:00 საათი
- კონცერტი - დუეტი ,,ჯორჯია“; ბედინა;
შეგახსენებთ, რომ საახალწლო ღონისძიება ახალციხეში 3 იანვარსაც გაიმართება, სადაც “ქუჩის ბიჭები”, ნინი ქარსელაძე და ჯგუფი “რეგიონი” იმღერებენ.
გააზიარეთ :