ვარძიის კონსერვაციის სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა უკვე მზად არის. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკა ანთიძის ინიციატივით, ისტორიული ძეგლის გადარჩენის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნება, როემლიც ქვეყნის დარგობრივ სპეციალისტებს გააერთიანებს. ნიკა ანთიძის ხელმძღვანელობით სწორედ საბჭო გადაწყვეტს და კურირებას გაუწევს იმ კონკრეტულ ქმედებებს და პროცესებს, რომელიც ვარძიის – მუზეუმ ნაკრძალში 7-9 ივლისს სამ დღიან კონფერენციაზე შეკრებილმა სპეციალისტებმა განსაზღვრეს და ჩამოაყალიბეს.
ვარძიის კლდის საკონსერვაციო საჭიროებების განსასაზღვრად და შესაბამისი კომპლექსური ქმდებების დასაგეგმად, ეროვნული სააგენტოს კოორდინერებით – მოხდება ინტერდისციპლინარული ჯგუფის ჩამოყალიბება და საერთაშორისო ექსპერტებისა და ინსტიტუტების ჩართულობით, მოხდება ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის გეოლოგიური პრობლემების დიაგნოსტიკა და შესაბამის საკონსერვაციო მეთოდოლოგიის შემუშავება.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან თანამშრომლობს იტალიის გარემოს დაცვისა და კვლევის ინსტიტუტთან (ISPRA) და მეწყერების და კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ქსელის (რომელიც აერთიანებს მეწყერების საერთაშორისო კონსორციუმს (ICL), კატასტროფების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის ორგანიზაციას (ISDR) და მეწყერების საერთაშორისო პროგრამას (IPL)), წამყვან სპეციალისტებთან.