კულტურა
მესხეთის თეატრი პრემიერას გამართავს
20 მაისს, მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერას გამართავს. ,,შოა" ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლის რეჟისორი, გიორგი კაშიაა.
სპექტაკლი აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკზე გვიყვება, თუ რა პირობებში უწევდათ ადამიანებს ბრძოლა სიცოცხლისთვის. 6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე იმსხვერპლა მეორე მსოფლიო ომის დროს გაღვივებულმა ანტისემიტიზმმა. შოა, მიჩნეულია,როგორც ყველაზე ტრაგიკული მოვლენა სამყაროში!
წარმოდგენაში ექვსი მსახიობი მონაწილეობს. მხატვარი, ანანო დოლიძეა.
პრემიერა, თეატრის შენობის რეაბილიტაციის გამო, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება. წარმოდგენა 19:00 საათზე დაიწყება.
გააზიარეთ :