30 ივნისს ასპინძის კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებაზე შემოსული თანხა 17 წლის ირაკლი მელიქიძის მკურნალობას მოხმარდება, რომელსაც ხერხემლისა და კისრის ტრამვაა აქვს მიღებული და სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. დაზიანება ახალგაზრდამ სკოლის დამთავრების შემდეგ კლასელებთან ერთად მარტვილში ყოფნისას მიიღო, რა დროსაც იგი ჩანჩქერში ჩავარდა.
საქველმოქმედო ღონისძიება ასპინძის ჯგუფი “უ”-ს ორგანიზებით გამართება, რომელშიც მონაწილეობას სიმღერის ადგილობრივი ანსამბლები მიიღებენ. კონცერტზე საკუთარ ლექსებს ახალგაზრდა პოეტებიც წაიკითხავენ .
ღონისძიება 20:00 საათზე დაიწყება, ბილეთის ღირებულება 1 ლარია.