გაუგებრობა - მესხეთის თეატრი ახალ სეზონს პრემიერით ხსნის
მესხეთის სახელმიწფო დრამატული თეატრი ახალ თეატრალურ სეზონს პრემიერით გახსნის. 16 და 17 სექტემბერს გაიმართება სპექტაკლი „გაუგებრობა“, რომლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი მალხაზ ასლამაზაშვილია.
სპექტაკლი იასმინა რეზას „ომის ღმერთის მიხედვით“ დაიდგა. კომედია, ერთ მოქმედებიანია და მასში მოთხრობილია, როგორ ქმნიან ადამიანები პატარა, უმნიშვნელო შემთხვევისგან, დიდ და არარსებულ პრობლემას. სხვა და სხვა გარემოში და მოულოდნელ, გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, როგორ იქცევიან და როგორ ავლენენ ნამდვილ სახეს.
პრემიერა, თეატრის შენობის რეაბილიტაციის გამო, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება, მის: შოთა რუსთაველის ქუჩა N113.
დასაწყისი: 19:00 საათზე.