მესხეთის თეატრი დაკავებულ მსახიობებს სოლიდარობას უცხადებს
მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, თბილისში აქციების დროს ნაცემ და დაკავებულ მსახიობებს სოლიდარობას უცხადებს და ამასთან დაკავშირებით, ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს.
"მესხეთის სახელმწიფო თეატრი გმობს ყველანაირ ძალადობას!
სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ მსახიობებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!
ძალადობის დროული გამოძიება აუცილებელია!"- ნათქვამია, მესხეთის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას, მშვიდობიანი მოსახლეობა თითქმის ორი კვირაა აპროტესტებს, სცემეს და დააკავეს მსახიობებიც. დაკავებულია და ნაცემია ათობით მშვიდობიანი მოქალაქეც, ასევე ფიზიკურად გაუსწორდნენ არაერთ მედიის წარმომადგენელსაც.