დღეს ასპინძაში მთავარი ნაძვის ხე განათდება - ვინ იმღერებს და რა თანხას დახარჯავს მერია ღონისძიებისთვის
დღეს, 17 დეკემბერი, დაბა ასპინძაში მთავარი ნაძვის ხე აინთება, განათდება დაბის ცენტრალურ ქუჩებსა და სკვერებში დამონტაჟებული საახალწლო დეკორაციები.
ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება და გაიმართება კონცერტიც. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის გვერდზე ვკითხულობთ, კონცერტში მონაწილეობას სოფო და ბორის ბედიები მიიღებენ თუმცა, ოფიციალურად ხელშეკრულება მერიამ მხოლოდ სოფო ბედიას 9 950 ლარზე გაუფორმა. როგორც დოკუმენტში წერია კონცერტი 90 წუთს გაგრძელდება.
გარდა ამისა, ღონისძიებას დაასრულებს ფეიერვერკი, რაშიც ასპინძის მერია 2 580 ლარს გადაიხდის.
ასევე, მიმდინარე წელს ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიას, საახალწლო მორთულობები 17 000 ლარი დაუჯდა.