ახალციხეში არლის საინტეგრაციო ცენტრის „ჩვენი ნუგეში“–ს აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.
სხვადასხვა მასალაზე შესრულებული ხელნაკეთი ნივთები მათ ფონდის „სიცოცხლის ხე“–ს დაფინანსებით დაამზადეს. ნამუშევრების შექმნაში მონაწილეობა ათამდე აღსაზრდელმა მიიღო. დამთვალიერებლებს შეეძლოთ, ხელოვნების ნიმუშები სიმბოლურ ფასად შეეძინათ.
არლის საინტეგრაციო ცენტრში ათი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სწავლობს. ისინი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობენ.