მესხეთის პროფესიული დრამატული თეატრი ახალ სეზონს იწყებს. რიგით 46–ე თეატრალურ სეზონს ლალი კეკელიძის პიესა ,,იქ სადაც ჩემი სახლია” გახსნის, რომელსაც მსახიობები მაყურებელს 1 და 2 ოქტომბერს შესთავაზებენ.
პიესის მიხედვით, ეს არის დრამატული ამბავი ერთ-ერთი ქართული ოჯახის შესახებ, რომელიც ღირსებაზე და პატიოსნებაზე დაფუძნებით შეიქმნა და დღევანდელ რეალობაში თავის გადარჩენას ცდილობს. დედა, რომელსაც მეუღლე და უფროსი ვაჟიშვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა, ხუთი შვილის ამარა, გაუსაძლისი პირობების პირისპირ მარტო აღმოჩნდება. დედა და შვილები საკუთარი პრობლემების, განხვავებული ცხოვრების წესის და მსოფლმხედველობის მიუხედავად, გარეუბანში “ხრუშოვკის” ერთ ოთახიანში შეხიზნულან და სიღარიბის ხვედრს ერთად იზიარებენ. მანამ სანამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდება.
ერთმოქმედებიანი კომედიის დამდგმელი რეჟისორი კახა გოგიძეა.
გასულ სეზონზე თეატრმა 48 წარმოდგენა გამართა, აქედან 5 პრემიერა იყო.