მესხეთის სახელმწიფო
დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი ზურაბ სიხარულიძე გახდა. ახალი
რეჟისორი დასის წევრებთან პირველ შეხვედრას ხვალ გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ ცვლილება “თეატრის შესახებ” კანონში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში შევიდა, რომლის მიხედვითაც თეატრის მთავარ რეჟისორს სამხატვრო ხელმძღვანელი ნიშნავს.
მესხეთის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე კი კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებით 17 სექტემბერს, ლია სულუაშვილი დაინიშნა.
ამ დრომდე ვაკანტურია თეატრის მმართველის თანამდებობა, რომელსაც საქართველოს კულტურის სამინისტრო, რამდენიმე დღეში დაამტკიცებს.