ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამხანაგობის „ისინი ჩვენ შორის არიან“ ხელნაკეთი ნივთების გამოფენა–გაყიდვა მოეწყო.
აქ წარმოდგენილი იყო ორმოცი დასახელების ნივთი, რომელიც მოზარდებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში დაეხმარება.
ამხანაგობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მხარდაჭერას ითვალისწინებს. მათი მთავარი პრიორიტეტი ნივთების ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებაა.
„ისინი ჩვენ შორის არიან“ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 8 025 ლარით დაფინანსდა. ამხანაგობა მანანა იაძემ და ინგა ნასყიდაშვილმა დააარსეს, მათი თანამონაწილეობა 2000 ლარია.
ავტორები: თიკო კურტანიძე, დავით ჯვარიძე