ახალციხის სამუსიკო სკოლაში კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. 80 წლის იუბილე სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიულოცეს.
ახალციხის სამუსიკო სკოლამ კომპზიტორ ვაჟა აზარაშვილს უმასპინძლა. მოწვეული სტუმრის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კომპოზიტორის ნაწარმოებებზე შექმნილი კომპოზიციები შეასრულეს. სცენაზე პირველად გაჟღერდა ვაჟა აზარაშვილის მიერ დაწერილი სიმღერებიც. ღონისძიების დასასრულს მაყურებლისთვის თავად კომპოზიტორმაც იმღერა.
საიუბილეო ღონისძიებას, ადგილობრივები, სასულიერო პირები და მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.
ახალციხის სამუსიკო სკოლა ქართველი კომპოზიტორების მონაწილეობით, მსგავს საღამოებს სისტემატიურად მართავს.
ღონისძება ქალაქის მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
|