კულტურა
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად გამართულ კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად, ახალციხეში კიდევ ერთი საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. კონცერტი მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა. მასში მონაწილეობა ადგილობრივ ფოლკლორულ და ქორეოგრაფიულ ანსამბლებთან ერთად, ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებმაც მიიღეს. ღონისძიებას მაყურებელი სავსე დარბაზით დახვდა. კონცერტზე ყველა ბილეთი გაიყიდა. შესული თანხა მთლიანად გასიტაშვილების ოჯახს გადაეცემა.

ათასი ლარი კონცერტზევე გადაეცათ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიისგან, სოლიდური თანხით დაეხმარა ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი "სამცხე".

საქველმოქმედო კონცერტს ორგანიზება დავით გასიტაშვილის მეგობრებმა გაუწიეს.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის ახალგაზრდა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. ის მკურნალობის კურსს, ამ დრომდე თბილისში გადის.

მის დასახმარებლად საქველმოქმედო ღონისძიება პირველ ივნისსაც გაიმართა.

| Print |