ახალციხის უბნების ხატვის იდეა ჩაიშალა. 25 ქართველი მხატვარი დღეს, 24 ივნისს რაბათის უბანში იმყოფებოდა, თუმცა ხელოვანებმა მიზნის განხორციელება ვერ შეძლეს. მიზეზი წვიმიანი ამინდი გახდა.
მხატვრები 25 ივნისს ვარძიას დახატავენ.
შეგახსენებთ, რომ 25 ქართველი მხატვარი სამცხე–ჯავახეთს კულტურის სამინისტროსა და მხატვართა კავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ. „მხატვრის თვალის დანახული საქართველო“ მაღალმთიან რეგიონებს მოიცავს.ახალციხემდე მხატვრები პანკისში იმყოფებოდნენ, სამცხე–ჯავახეთის შემდეგ, ხელოვანები ხულოს ესტუმრებიან.
დასკვნით ნაწილში საქართველოს დედაქალაქში სიმპოზიუმი გაიმართება, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
პროექტი „მხატვრის თვალით დანახული საქართველო“ პირველად ხორციელედება.
თიკო კურტანიძე