25 ქართველი მხატვარი ახალციხის სხვადასხვა უბანს დახატავს. ღონისძიება ქალაქში 24 ივნისს გაიმართება. აღნიშნულს ორგანიზებას მხატვართა კავშირი და კულტურის სამინისტრო ერთობლივი პროექტი ფარგლებში ახორციელებს. „მხატვრის თვალის დანახული საქართველო“ მაღალმთიან რეგიონებს მოიცავს.
ახალციხემდე მხატვრები პანკისში იმყოფებოდნენ, სამცხე–ჯავახეთის შემდეგ, ხელოვანები ხულოს ესტუმრებიან.
დასკვნით ნაწილში საქართველოს დედაქალაქში სიმპოზიუმი გაიმართება, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა.
პროექტი „მხატვრის თვალით დანახული საქართველო“ პირველად ხორციელედება. მხატვართა კავშირის თავმჯდომარის განმარტებით, ხელოვანები სურვილის შემთხვევაში, ახალგაზრდებს მასტერკლასებს ადგილზე ჩაუტარებენ.