ახალციხის ციხეზე ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად მცოდნეთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვეს. პირველი და მეორე ადგილი ახალციხელმა თემურ ხუციშვილმა და ტყიბულელმა ანრო ცირეკიძემ გაინაწილეს. მესამე ადგილზე კი გურჯაანელი მანანა ნესუაშვილი გავიდა.
ვეფხისტყაოსნის ზეპირად მცოდნეთა კონკურსი 22 ივნისს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. მასში მონაწილეობა ცხრა კონკურსანტმა მიიღო. ღონისძიება ვეფხისტყაოსნის 850 წლისთავს მიეძღვნა.
მერაბ ბერიძე–სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის
რექტორი
დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ახალციხის ციხეზე ღონისძიება გაიმართა,
რომელშიც მონაწილეობა სოფელ არლის ბავშვთა ფოლკლორულმა
ანსამბლმა,,ირმისა“–მ და სოფელ განძის რუსთაველის სახელობის სკოლის
მოსწავლეებმა მიიღეს.