ახალციხეში, “ვეფხისტყაოსნის” 850 წლისთავის აღსანიშნავად, მისი ზეპირად მცოდნეთა კონკურსი გაიმართა, რომელსაც ორგანიზებას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო და სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევდა.
კონკურსში საქართველოს სხვადასხვა კუთხისა და ასაკის ცხრა წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა თაობის დაინტერესება წიგნის მიმართ.2015 წელს სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით, ,,ვეფხისტყაოსნის“ ზეპირად ცოდნის ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
დღესვე, სოფელ რუსთავში, ჟიურის წევრებმა და მონაწილეებმა ყვევილებით შეამკეს შოთა რუსთაველის ძეგლი და დაათვალიერეს “ვეფხისტყაოსნის” თემატიკაზე ასპინძისა და ადიგენის სკოლების მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა.