ადიგენში "ზეკარობის" დღესასწაულისთვის ემზადებიან
ადიგენისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტების მეგობრობის ნიშნად,
12 აგვისტოს სახალხო დღესასწაულს - "ზეკარობას" აღნიშნავენ. ამ დღეს ზეკარის უღელტეხილზე,
ზღვის დონიდან 2 200 მეტრის სიმაღლეზე, ორივე მუნიციპალიტეტის მიერ, კულტურული და
სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. დღესასწაულის აღნიშვნა 11:00 საათიდან დაიწყება.
წარმოდგენილი იქნება კუთხური სამზარეულო. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.
გაიმართება სპორტული შეჯიბრებები, დოღი.
სახალხო დღესასწაულს მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები,
სასულიერო და რეგიონის პირველი პირები დაესწრებიან.
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ ზეკარამდე მისასვლელ
გზას ტექნიკა ასწორებს, მასზე გადაადგილება ნებისმიერ ავტომობილს შეეძლება.