ახლციხის თოჯინების თეატრი ძველ მისამართზე, კოსტავას #18–ში დაბრუნდა.
დასმა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე უკვე დაცალა ფართი, რომელიც 5 წლის წინ დაიკავეს.
თოჯინების თეატრის ახალგარემონტებულ შენობაში, ამჟამად დარბაზის სკამების მონტაჟი მიმდინარეობს.
ადმიანისტრაციის განცხადებით, თეატრში დარჩენილია სასცენო განათების და გახმოვანების, სასცენო მექანიზმების და ფარდების სამონტაჟო სამუშაოები. სცენის მოსაწყობად გამოცხადებულ ტენდერში “შოუ ტექნიკის ცენტრმა” 94 620 ლარით გაიმარჯვა. კომპანია სამუშაოებს აგვისტოს ბოლოს დაიწყებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მონტაჟი სამ თვეში უნდა დასრულდეს.
თეატრში ვარაუდობენ, რომ სეზონს პრემიერით ოქტომბრის ბოლოს გახსნიან.
შეგახსენებთ, რომ თოჯინების თეატრმა, ახალციხის ციხის 100 კვ.მ. 2012 წლიდან, ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიკავა. თეატრალური დასი ფართის სიმცირეზე წუხდა, რის გამოც თეატრს არაერთი პრობლემა შეექმნა – მათ შორის მთავარი მაყურებლის სიმცირე იყო.
მერაბ კოსტავას #18–ში, თოჯინების თეატრის სარემონტო სამუშაოები, 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და ხუთ თვეში დასრულდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.