ახალციხეში „გამოუვალი მდგომარეობის“ კონცერტი გაიმართა. მოსახლეობას თავდაპირველად თამარ ჩერგოლეიშვილმა მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, ღონისძიება არ ჩატარებულიყო კონცერტი მაინც შედგა, რადგან გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს.
ჯგუფი მაყურებლის წინაშე ნაცნობი და ახალი რეპერტუარით წარსდგა.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიება პლათფორმის „დაიცავი თავისუფლება“ ფარგლებში ლიტვის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
თავდაპირველად ღონისძიება ახალციხის ციხეზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, მოტივით, რომ ჯგუფი მოთხოვნადია, ციხის ადმინისტრაციამ იჯარა 300 დან – 5 000 ლარამდე გაუძვირა. აღნიშნულის გამო, კონცერტმა ახალციხის ცენტრალურ პარკში გადაინაცვლა, თუმცა, იმის გამო, რომ მესხეთის თეატრის პრემიერა 19:00 საათზე იყო ჩანიშნული, ღონისძიების ჩატარებაზე, სავარაუდო ხელის შეშლის მიზეზით, პლათფორმას ახალციხის მერიისგან თავდაპირველად უარი ეთქვა. ღონისძიება, ორი საათის დაგვიანებთ, თუმცა მაინც გაიმართა. მანამდე კი თამარ ჩერგოლეიშვილმა სპექტაკლზე დასასწრებად 200 ბილეთი შეიძინა და მოსახლეობას უფასოდ დაურიგა. აღსანიშნავია, რომ თეატრში აღნიშნული 200 ბილეთის გარდა არცერთი გაიყიდა.
„გამოუვალი მდგომარეობა“ კონცერტებს საქართველოს მასშტაბით მართავს. პლათფორმის მიზანი ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა.