პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“
საქართველოს ოთხ ქალაქში ვაინახური კულტურის ფესტივალს მართავს.
ღონისძიება დღეს, 2 ივნისს, დუშეთის კულტურის სახლში გაიხსნება, 3
ივნისს, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხეზე გაგრძელდება; 4 ივნისს
ქუთაისში – ოპერის თეატრში; 5 ივნისს ბათუმში – საზაფხულო თეატრში
დასრულდება. ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის მიზანი
ვაინახური კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები
ეთნიკური ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების
ხელშეწყობაა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში
კულტურის წარმოჩენას საფრთხე შეექმნა. მუსლიმი თემის ერთი
ნაწილისთვის, რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიუღებელი გახდა
მუსიკა, ცეკვა, რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ უარი თქვა საქმიანობის
გაგრძელებაზე. ისინი კი, ვინც ამ დრომდე სხვადასხვა
ღონისძიებაში მონაწილეობენ, მხარდაჭერის გარეშე დარჩნენ.
ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის
მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების და რეგიონული მედიის ხელშეწყობით ტარდება.
პანკისის ხეობის ქალთა სათემო
ორგანიზაცია და ანსამბლი „პანკისი“ საქართველოს ოთხ ქალაქში ვაინახური
კულტურის ფესტივალს მართავს.
ღონისძიება დღეს, 2 ივნისს, დუშეთის კულტურის სახლში გაიხსნება, 3
ივნისს, ქალაქ ახალციხეში, რაბათის ციხეზე გაგრძელდება; 4 ივნისს
ქუთაისში – ოპერის თეატრში; 5 ივნისს ბათუმში – საზაფხულო თეატრში
დასრულდება.
ორგანიზატორების განმარტებით, ფესტივალის მიზანი ვაინახური
კულტურის პოპულარიზაცია, პანკისის ხეობის და იქ მცხოვრები ეთნიკური
ქისტების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების შემცირების ხელშეწყობაა.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში პანკისის ხეობაში კულტურის
წარმოჩენას საფრთხე შეექმნა. მუსლიმი თემის ერთი ნაწილისთვის,
რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიუღებელი გახდა მუსიკა, ცეკვა,
რის გამოც ბევრმა ახალგაზრდამ უარი თქვა საქმიანობის გაგრძელებაზე.
ისინი კი, ვინც ამ დრომდე სხვადასხვა
ღონისძიებაში მონაწილეობენ, მხარდაჭერის
გარეშე დარჩნენ.
ვაინახური კულტურის ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის,
ადგილობრივი მუნიციპალიტეტების და რეგიონული მედიის ხელშეწყობით
ტარდება.