“დროის მარცვლები” – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის ჩვენებაც ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. ამერიკელი რეჟისორის სენდი მაქლეოდის ნამუშევარი სოფლის მეურნეობის პიონერის, ქერი ფლაუერსის შესახებ მოგვითხრობს.
იგი დროის წინააღმდეგ ილაშქრებს, რათა მსოფლიოს მოსავალი განადგურებას გადაარჩინოს. სწრაფი კლიმატური ცვლილებები მეწარმეებს ზიანს აყენებს და შიმშილსა და აჯანყებებს იწვევს. პერუს მკვიდრი ფერმები ამ სავალალო შედეგებს უკვე იმკიან და 1,500 სხვადასხვა სახის ადგილობრივი კარტოფილის ჯიშის გადასარჩენად უშედეგოდ იბრძვიან. ვინაიდან გასაფლანგი დრო არ არის ფლაუერი და ფერმერები აუცილებელი რესურსის – მარცვლეულის დასაცავად ერთობლივ მუშაობას იწყებენ.
ფილმის ჩვენება ინგლისურ ენაზე ქართული სუბტიტრებით გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ამერიკელი რეჟისორის ნამუშევრის საჯარო განხილვა მოეწყო.
ახალციხეში “დროის მარცვლები” CinéDOC-Tbilisi-ის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ტურის ფარგლებში უჩვენეს.