SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
ინტერვიუ
უკანონოდ შევიდნენ, ხელის შეშლა იყო ყველანაირად - არტაშ პეტროსიანი
ავტოსადგურის ირგვლივ დავა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, 28 თებერვალს, გადაწყვეტილება ავტოსადგურის მფლობელი შპს „მგზავრის“ მეწილეების სასარგებლოდ მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება შპს „ვიპ ტრანსის“ხელმძღანელი და მოიჯარე არტაშ პეტროსიანი, რომელიც საკუთარი სიმართლის დასადგენად სამართლებრივ ბრძოლას განაგრძობს.

ახალციხის ავტოსადგურზე მეიჯარეებსა და მოიჯარეს შორის დაპირისპირება, 2023 წლის 5 სექტემბერს დაიწყო. შპს "მგზავრის" ინფორმაციით, მოიჯარე შპს "ვიპ ტრანსმა" სამი თვის განმავლობაში თანხა არ გადაიხადა, კანონის მიხედვით კი სამი თვის შემდეგ მფლობელებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება. შედეგად შპს "მგზავრის" 15-მა მეწილემ შეადგინა ოქმი და შპს "ვიპ ტრანსს" შეუწყვიტა ხელშეკრულება, თუმცა მოიჯარემ შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა.

მოიჯარე შპს "ვიპ ტრანსის" დირექტორმა არტაშ პეტროსიანმა განაცხადა, რომ მეწილეები და ადმინისტრაცია არ აძლევდა სრულყოფილად მუშაობის საშუალებას, ამის გამო კი თავს დაზარალებულად ცნობს და მეწილეებს სასამართლოში უჩივის. 

- ბატონო არტაშ, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი - თანხის გადაუხდელობა?

თანხის გადაუხდელობის გამო უთანხმოება არ მომხდარა. ეს ტყუილია. პირველი: ხელშეკრულება დაიდო 25 ნოემბერს და ჩვენ წინსწრებით ვიხდიდით თანხას და მეორე: მათ რომ გატეხეს და შევიდნენ, იყო 5 სექტემბერი, პოლიციაც მოვიდა, ჟურნალისტებიც იყვნენ. მას მერე დაკეტილია სადგური. ჩვენი ბოლო ქვითარი სალარო აპარატიდან არის 3 სექტემბრის. რატომ ფიქრობენ, რომ სექტემბერში დაიკეტა და სექტემბრის ფული უნდა გადავიხადო? თუ აღარ ვმუშაობ მე შენი მიზეზით, არ მიშვებ რომ ვიმუშაო, 6 სექტემბერს დადგნენ კარებთან და მოლარე არ შეუშვეს, რომ ემუშავა, სექტემბრის თანხა რატომ უნდა გადავიხადო?
- მაშინ რატომ დაუპირისპირდით?

ეგ სადგური გაკოტრებული იყო. ჩვენ დეკემბერი ვიმუშავეთ, ავაწყეთ საქმე, თვითონაც მაქებდნენ და იანვარში ამის გამო შემომთავაზეს, რომ გადავსულიყავი და მენეჯერად მემუშავა ხელფასზე, ხელშეკრულება კი შემეწყვიტა. ნატალია ჩიხლაძე პერიოდულად რეკავდა და კითხულობდა საქმის ვითარებას, თან სულ აყოლებდა, თუ არ გაწყობს შევწყვიტოთ ხელშეკრულებაო, ვითომ ჩემზე ფიქრობდა. მე ვუთხარი რომ ბიზნესის აწყობა მინდოდა და არა ხელფასზე მუშაობა. ამის მერე დაიწყო ჩხუბი, ყველაფერს აკეთებდნენ რომ ვეღარ მემუშავა და ჩემი ნებით, სასამართლოსა და იუსტიციის გარეშე, წამოვსულიყავი და მე დამბრალებოდა.

გეგმები მქონდა - სუპერმარკეტი, ბენზინგასამართი სადგური და სხვადასხვა ქვემოიჯარეები უნდა მყოლოდა. ეს რომ გაიგეს და დათვალეს, რომ 20 – 30 ათასამდე გამოდიოდა, თქვეს, რომ ჩვენ რატომ უნდა დავკარგოთ, მოვიდნენ და ჩვენთან დადონ ხელშეკრულება პირდაპირო. ამიტომ ქვემოიჯარეობის უფლებას აღარ მაძლევდნენ. ასეთ შემთხვევაში მეტყოდნენ, რომ წავსულიყავი, გარანტია მოვითხოვე და ჩემი სიტყვაა გარანტიაო. ამაზე რა თქმა უნდა არ დავთანხმდი. პირდაპირ მითხრეს, რომ ტუალეტის ფული მამაჩემის არისო, კონტეინერის - ჩემი ძმისო. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მე თვითონ წავსულიყავი.

- მერე რა მოხდა?

ივლისში შეწყვეტის წერილი გამომიგზავნა, მე ვუთხარი, სანამ არ გაირკვევა, თანხას არ ჩავრიცხავ-თქო. მე ივნისში, წინსწრებით ჩავრიცხე ივლისის ფული. აგვისტო არ გადავიხადე მხოლოდ და სექტემბერი ისედაც არ მეკუთვნოდა. საინტერესოა, რატომ დათვალა სამი თვე მოსამართლემ, როდესაც მე სექტემბერში არ მიმუშავია.

- შეწყვეტის წერილი რის საფუძველზე გამოგიგზავნათ, მიზეზი რა იყო მითითებული?

თავიდან 8 ათასზე შევთანხმდით, მაგრამ სანამ საჯარო რეესტრში მივედით 10 ათასი მოითხოვა. შესაბამისად, ორი ხელშეკრულება გვაქვს რვა და ათი ათასზე. ბოლოს 12 ათასიც მოითხოვეს, მაგრამ მაგაზე უკვე უარი ვუთხარი. შეწყვეტის მიზეზად სწორედ ეს ფაქტი მოიყვანა - შენ დროზე არ რიცხავ თანხას, ჩვენ საგადასახადოში 15 რიცხვამდე უნდა შევიტანოთ და შენ 15-ის მერე რიცხავო. ეს მიზეზი იყო. მეორე სართული დაკავებული ჰქონდათ მთლიანად, კლიტეც და გასაღებიც თვითონ ჰქონდათ, დაბლა მოუწესრიგებელი ოთახი ჰქონდათ, რომლის რემონტიც მე გავაკეთე, ეგეც მაგათი იყო და თვითონ არაფერს იხდიდნენ.

რაც შეეხება ჩარიცხვებს და ქვითრებს, ყველა მაქვს. მე საბუთებით დავამტკიცებ ჩემ სიმართლეს. მეწილეები 7 ათასს კითხულობდნენ, სად გაქრა ეს თანხაო, ნატალია ჩიხლაძე კი ახალციხეში არ ჩამოდიოდა. ახლა გასაგებია, რომ ეს სკანდალი ამისთვის სჭირდებოდა, ვითომ სანამ თვითონ არ იყო ადგილზე არტაშ პეტროსიანი ქონებას ართმევდა. ოჯახის წევრებს ორმაგ ანაზღაურებას უხდიდა და დანარჩენ მეწილეებს - ზოგი მოლარედ მუშაობს და ზოგი სხვადასხვა პოზიციაზე, მათ ცოტას აძლევდა. იმ მოლარეს, რომელიც ჩემთან მუშაობდა საერთოდ არ მისცა იმ 7 ათასიდან, შენ მაგასთან მუშაობო უთხრა.

- ხელშეკრულების საფუძველზე თქვენ რა გადმოგცათ შპს მგზავრმა?

ჩვენ იჯარით ავიღეთ მთლიანად მიწა და ქონება. მათ იცრუეს, როცა თქვეს, რომ თავიდან ნახევარს ვიხდიდი და მარტიდან საერთოდ აღარ ჩავრიცხე. ყველაფერი ჩარიცხულია და მე ამის დოკუმენტაცია მაქვს. სასამართლოში მეორედ შეიტანეს საჩივარი, პირველად 22 ათასს ითხოვდნენ, მეორედ 32 ათასს. სექტემბერს ამატებენ და რატომ უნდა გადამეხადა წინასწარ ტყუილად. მოსამართლემ მკითხა, რით დაამტკიცებ, რომ სექტემბერში არ გიმუშავიაო? პოლიცია, ჟურნალისტები - ყველა იქ იყო და მეტი რაღა დამტკიცება უნდა? მიუხედავად ამისა, მოსამართლემ არაფერი გაითვალისწინა და თქვა, რომ სამი თვე გამოვიდა და როგორ გამოვიდა სამი თვე?
- რას აპირებთ?

აუცილებლად გავასაჩივრებ, ჯერ მარტო იმიტომ, რომ სამი თვე დათვალეს, მაშინ როცა სამი თვე არ არის. ივლისიდან მთელი ფული მაგათ აიღეს, მაშინ როცა მე მეკუთვნოდა ხელშეკრულებით, გატეხეს და დაიწყეს მუშაობა. ახლა რომ ამბობს, პროკურატურამ უნდა დამიჭიროსო, რატომ აკეთებ ეგეთ საქმეს? თვითონ იცის რომ კანონს არღვევს და მაინც აკეთებს. ჩემი ბრუნვა იანვრიდან რომ დავთვალოთ მარტო 8 თვეში სალაროდან იყო 423 ათასი. როგორ ხდებოდა, რომ მაგათ მთელი წლის განმავლობაში 30 – 35 – 40 ათასი ჰქონდათ მხოლოდ?

მაგალითად, ავიღოთ თბილისი - ახალციხის მარშუტი, რომელიც 15 ლარი ღირს. როგორ ხდება, რომ დღის ბოლოს 60 ლარია მარტო? სულ ჯიბეში მიდიოდა და ამიტომ არ აწყობდა იჯარა. ოთხ მეწილეს ფულს არ აძლევდა, კი ვეუბნებოდი რომ ადრე თუ გვიან პრობლემები გექნებათ-თქო. მანველიშვილზე ამბობდა, ჩუმად იყიდა და არ ეკუთვნისო, სარქისიანია კიდევ და ეგ რუსეთში ცხოვრობს და არ ეკუთვნისო, ნახაპეტიანია კიდევ და არ ეკუთვნისო და მორჩა. დაიწყებდა ლანძღა-გინებას და ისინიც ჩუმდებოდნენ.

- თქვენ პროკურატურაშიც დაწერეთ საჩივარი და სასამართლოშიც შეიტანეთ სარჩელი?


უკანონოდ შევიდნენ, ხელის შეშლა იყო ყველანაირად მას შემდეგ, როგორც კი საქმე აეწყო და ეს დაფიქსირებულია, ვისაც იჯარით მივეცით, ეუბნებოდნენ, რომ ფული არ მისცეთო. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვიბრძოლებ ჩემი სიმართლის დასადგენად.

შპს „მგზავრის“ დირექტორის ნატალია ჩიხლაძის განცხადებით, 28 თებერვლის გადაწყვეტილება მისთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რადგან როგორც ჩიხლაძემ აღნიშნა, ის პროკურატურაშიც დაიბარეს და უთხრეს, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყებას აპირებდნენ.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« ივლისი  »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink al hack forum organik hit kayseri escort omegle livezeta libraryyouwinmarsbahisdeneme bonusu veren sitelermariobet girişbelugabahis girişcasinolevantdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerbetpark girişkralbet girişsahabet girişsahabet girişikimisli girişcasinolevantcasinolevant girişdeneme bonusu veren sitelerbahiscomfixbetbetofficebelugabahis girişpincoantep escortjojobetSakarya escortSakarya escortheets메이저놀이터 먹튀검증 먹튀위크onwin girişcasino şansdizipalcasibom girişgüncellenecekjojobettwitter video downloadercasinolevantcasibombycasinobycasinobetparkizmir escortпокердомglory casinodeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelerprimebahissfenks kedisioyunlar cocukcasibomSavabet girişerkek parfümborsamap scores by grade level 2024Anadolu Yakası Escortmanga okumanga scansmersobahisvozolbahis forumbodrum escortankara escortsoundcloud downloaderKıbrıs Zoom Casinokıbrıs zoom casinokıbrıs zoom casino betcebinde girişbetcebinde girişbetcebinde girişbetcebinde girişbetabahis girişbetabahis girişbetabahis girişgorabetartemisbetdumanbet girişdumanbet girişpadişahbetpubg mobile ucbetgit giriş adresicasibomBerlinbet girişdeneme bonusu veren sitelerDeneme Bonusu Veren Siteler 2025Sterlinbet girişEyfelcasino girişAsyabahis girişcasinoprom girişsohobet girişcashback girişfreybet girişcasibom girişpadişahbet güncel adrespadişahbet güncel adressuperbetphantomjojobet girişelektronik sigarasekabetbycasino girişpadişahbet güncel adrescasibommarsbahissahabetbetparkpadişahbet güncel adresNews trendlinecasibompadişahbetplastik şişepet şişegrandpashabetbycasino giriştipobetkıbrıs zoom casinokıbrıs zoomgrandpashabetcasibomgaribanbet girişbetciobetcio girişsekabet girişultrabetcasibomdumanbettempobetmatadorbetnakitbahisnakitbahisshopierbetebetMarsbahisbahis siteleriMarsbahiszenginsin zenginsin giriş zenginsin güncel adresbetscosmos girişmatbetimajbet giriştarafbet güncel girişviagra fiyatcasibomjojobetcasibom girişcasibomr10.netmarsbahisholiganbetKamagra jeljojobetasyabahishttps://custom.novacloset.com/vox casinodeneme bonusudeneme bonusu veren sitelerterea fiyatıbets10bypuffmatbetgrandpashabetgrandpashabetpornodeneme bonusugrandpashabet güncel girişgrandpashabet güncel girişmcdvoice.com survey with receiptmcdvoice.com survey with receiptwww.prepaidgiftbalance.com visaasyabahiselexbet giriştarafbet girişpinbahismeritbetjustin tvperabettaraftarium24selcuksportshdslotperabetultraslotفيلم سكسultra slotQueenbet girişsekabet girişsekabethititbetbetorder girişhttps://masaloku.online/extrabetimajbetmavibetFavorislot girişpaşacasino girişdedebet girişbelugabahis girişexonbet girişbahisen girişteosbet girişbetyolu girişbetpon girişicebahis girişhipercasino girişallrightcasino girişgamabet girişsetrabet girişpusulabetBetcio Güncel Girişmarsbahismarsbahistipobetwww.giftcardmall.com/mygiftholiganbetExtrabetjojobet 1042casibomonlyfans leakbettiltkralbetolabahisbahiscomzbahistempobetkulisbetpadişahbet güncel girişmariobetcasibomdeneme bonusu veren sitelervaycasinovaycasinobetciobetcio girişbetcioultrabetmatbetsekabet girişsekabetbethand girişamkbet girişHoliganbetnycbahis girişbetmoneyleonbetleonbet girişdiscountcasino girişultraslot girişlivebahis giriştitobet giriştokyobetnerobetSüratbet girişmeybet girişvaycasinoİlbet girişRekabet girişşanscasinomatadorbetstarzbetprivebetwinxbetbetperbetticket1xbetcasibomdeneme bonusu veren sitelerwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftdinamobetholiganbetbetpuanbetistbetebetlunabet twitterbetonbet girişcasibom girişdeneme bonusu veren sitelertümbetimajbet girişbetmatikbetmatikbetmatikbetmatikbetmatiknakitbahistipobetmatadorbet twittersüperbetinsekabetultrabetultrabetultrabetultrabetultrabetextrabetextrabetextrabetextrabetextrabet