აწყურში მიმდინარე პროექტები გუბერნატორმა და მერმა მოინახულეს
16:26 / 18.05.2018
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა და ახალციხის მერმა, აწყურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულეს.
სოფელში კულტურის სახლის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ხორციელდება. დაგეგმილია კულტურის სახლის ფასადისა და ეზოს, მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორიისა და სპორტული მოედნის კეთილმოწყობა.
პროექტის ფარგლებში შეიღებება ღობეები, სპორტულ მოედანზე დაიგება ხელოვნური საფარი, ეზოში მოეწყობა გარე-განათება, ავტოსადგომი, მისასვლელ გზაზე არსებულ ხევზე გადასასვლელი ხიდი და საყრდენი კედლები, დაიგება ასფალტის საფარი.
მხარის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ და მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ აწყურში საზოგადოებრივი ცენტრისა და ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაათვალიერეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.