პოლიტიკა
,,სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე“ გოჩა პარუნაშვილი უხელმძღვანელებს (ვიდეო)
ახალციხეში, რუსულ-ქართული ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის ახალი ორგანიზაცია დაარსდა. ორგანიზაციას ,,მესხური კოშკის' ხელმძღვანელი გოჩა პარუნაშვილი უხელმძღვანელებს. შეხვედრაზე, რომელიც რიტუალების სახლში გაიმართა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული, ასამდე ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული პირი ვლადიმერ ხომერიკი. მოქალაქეთა მგზავრობა, ტურისტულმა კომპანია ,,ჩექ ინ-თრეველ ჯორჯიამ' უზრუნველყო.

ვლადიმერ ხომერიკის განმარტებით, ორგანიზაციის ,,სახალხო დიპლომატია საზღვრების გარეშე'' შექმნის ინიციატივა ახალციხელებიდან და უშუალოდ გოჩა პარუნაშვილისგან წამოვიდა.


გოჩა პარუნაშვილი 1974 წლის 17 ივნისს დაიბადა. ბიზნესში წასვლამდე მუშაობდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩევლად იურიდიულ საკითხებში. ასევე იყო ენერგოკომპანიის იურისტი. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. საჯარო სამსახურში დანიშვნამდე, 12 წლის განმავლობაში ძალოვან სტრუქტურებში მუშაობდა. პროკურატურაში გამომძიებლისა და თანაშემწის პოზიციაზე იმუშავა. ასევე წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურორად.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


ასევე, დაგაინტერესებთ:

ვლადიმერ ხომერიკს ახალციხეში საპატიო სიგელი გადასცეს


,,აფხაზეთისა და სამაჩაბლოს წართმევით, რუსეთმა საქართველოს ეს ტერიტორიები შეუნარჩუნა“ – ვლადიმერ ხომერიკი
Print