„რუსული კანონი“ და მისი ალტერნატივა - ბიუროზე 3 კანონპროექტი დარეგისტრირდა
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი ბიუროზე დარეგისტრირდა. როგორც სხდომის თავმჯდომარემ, პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ სხდომაზე განაცხადა, საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
გარდა ამისა, პარლამენტში დარეგისტრირდა ალტერნატიული კანონპროექტთა პაკეტი პარტია „საქართველოსთვის“ მიერ, „კანონპროექტი ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის გავლენებისაგან დაცვის“ შესახებ, მეორე კანონპროექტის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესახებ.
ასევე, ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა მეორე ალტერნატიული კანონპროექტი ასევე დეპუტატების, ბექა ლილუაშვილის და მიხეილ დაუშვილის მიერ, პროექტი გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.
სხდომის თავმჯდომარის, გია ვოლსკის განცხადებით, პროცედურის თანახმად, ალტერნატიული კანონპროექტები განხილული იქნება ძირითად კანონპროექტთან ერთად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაარეგისტრირა.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოიყენებს თავის კონსტიტუციურ უფლებას და ე.წ. რუსულ კანონს ვეტოს დაადებს.
როგორც მსხილაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრეზიდენტი ითხოვდა, რომ ამ კანონის განხილვა საერთოდ აღარ გამართულიყო.