ევროპარლამენტი, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“ რეზოლუციას უყრის კენჭს
13 თებერვალს სტრასბურგში, ევროპარლამენტში კენჭს უყრიან რეზოლუციას, „საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების შესახებ“.
შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.
კენჭისყრა თბილისის დროით 15:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება.