ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავდეს სომხეთის ახალი კონსტიტუცია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განკარგულება გასცა, შემუშავებულ იქნეს ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანის მოთხოვნის ფონზე, ამოიღონ მთიანი ყარაბაღის ხსენება მთავარი კანონიდან.
ფაშინიანმა საკონსტიტუციო რეფორმების საბჭოს მისცა ვადა 2026 წლის 30 დეკემბრამდე, რათა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ახალი კონსტიტუცია.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოითხოვა ერევნისგან, შეიცვალოს კონსტიტუცია და ეს სამშვიდობო შეთანხმების მთავარ პირობად წამოაყენა.
ბაქოს სურს, რომ ამოღებულ იქნეს სომხეთის კონსტიტუციიდან ფრაზა, რომელიც ეხება მთიანი ყარაბაღის გაერთიანებას სომხეთთან.
აზერბაიჯანმა საერთაშორისო სამართლით თავის კუთვნილ რეგიონზე, მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაიბრუნა 2023 წელს, როცა ელვისებური სამხედრო იერიში განახორციელა.
მეოცე საუკუნის 90-იანი წლების შუიდან რეგიონს სომხური ძალები აკონტროლებდნენ. რეგიონზე აზერბაიჯანის კონტროლის დაწესების შემდეგ მთიანი ყარაბაღის მკვიდრმა ათიათასობით ეთნიკურმა სომეხმა დატოვა საცხოვრებელი და სომხეთს შეაფარა თავი.