ხვიჩა კვარაცხელიას გოლის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა სომხეთი 6:1 დაამარცხა
„დინამო არენაზე“ "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებით მატჩში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთი ხვიჩა კვარაცხელიას გოლის შემდეგ 6:1 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ტაიმი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით 5:0 დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში სომხეთის ნაკრებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო.
დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: 1:0 აროიანი (საკუთარ კარში, მეოთხე წუთზე), 2:0 მიქაუტაძე (14-ე წუთზე), 3:0 ჩაკვეტაძე (23-ე წუთზე), 4:0 კიტეიშვილი (27-ე წუთზე), 5:0 მიქაუტაძე (35-ე წუთზე). 5:1 სევიკიანი (48-ე წუთზე). 6:1 კვარაცხელია (63 წუთზე).
პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა. ორი მატჩის ანგარიშში კი საქართველომ სომხეთს 9:1 სძლია.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.