ეს არის მოწოდება ჩვენს ამომრჩეველზე, რომ 26 ოქტომბერს გავიმარჯვოთ - ირაკლი ლაზარაშვილი
12:20 / 24.10.2024
ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, დედაქალაქში, 23 ოქტომბრის მარშზე წასვლის სურვილი მოქალაქეებმა თავად გამოთქვეს და სამსახურში ერთდღიანი შვებულება აიღეს. ახალციხიდან მოქალაქეების გამგზავრების ორგანიზებას მუნიციპალიტეტის პირველი პირები - მერი, საკრებულოს თავმჯდომარე მოადგილეებთან ერთად უწევდნენ.
,,ქართული ოცნების" ადგილობრივი ლიდერების თქმით, ახალციხიდან დედაქალაქში 1500 პირი გაემგზავრა.