პეტრო პოროშენკო და გიორგი კვირიკაშვილი შეთანხმდნენ
უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ საიტზე საქართველოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინული თვიმთფრინავის გამოგზავნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის თვითმფრინავს გააგზავნის.
აღნიშნულის შესახებ გუშინ, სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეთანხმდნენ.
„თვითმფრინავი ქართულ მხარეს ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარება. ოთხშაბათს დილით თვითმფრინავი АН-32П ოდესიდან ბათუმში გაფრინდება“, - ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.