1 თვითმფრინავითა და 2 ვერტმფრენით საქართველოს, თურქეთი ამჯერადაც ეხმარება
საქართველოს თურქეთი ბორჯომის შემდეგ, აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ეხმარება.
საქართველოში თურქეთის ელჩის, ზექი ლევენთ გუმრუჩქუმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში თურქეთის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი დღის მეორე ნახევარში შემოვა.
”გასულ კვირას თურქეთი იყო ის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც დახმარება გაუწია საქართველოს. ახლა გავიგეთ აბასთუმნის ტერიტორიაზე გაჩენილი ცეცხლის თაობაზე. შესაბამისად, ახლაც მზად ვართ დავეხმაროთ ქართულ მხარეს და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩავერთვებით. გზაში არის ჩვენი ქვეყნის ერთი თვითმფრინავი და ორი ვერტმფრენი. ისინი დღის მეორე ნახევრიდან შეუერთდებიან ცეცხლის ჩაქრობის პროცესს. ეს არის ის, რაც უნდა გაუკეთოს მეგობარმა ქვეყანამ მეგობარ ქვეყანას”, - განაცხადა გუმრუქჩუმ.