ახალციხის მერიამ პოზიციების ნაწილზე კონკურსი გააუქმა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ვაკანსიიდან, 36 პოზიციაზე კონკურსი გააუქმა.
აპლიკანტებმა ამის შესახებ შეტყობინება, ელექტრონული ფოსტით მიიღეს.
როგორც ახალციხის მერიაში განმარტავენ, კონკურსი გამგებლის 19 წარმომადგენლის და 17 ასისტენტის პოზიციაზე გაუქმდა. აღნიშნული ერთი კვირის წინ განხორციელებულმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ხელშეკრულებით გათვალიწინებულმა პოზიციებმა, საშტატო ნუსხაში გადაინაცვლა.
მერიაში ამბობენ, რომ 36 პოზიციაზე კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.