ზაზა მელიქიძე: ,,სპეციფიკური ადგილები ყოველთვის ვაკანტური იყო"
14:56 / 11.01.2018
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, თანამშრომლების აყვანაზე კონკურსი გაუქმების შემდეგ, კვლავ გამოაცხადა.
როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი განმარტავს, კონკურსის გამოცხადების მიზეზი, თანამშრომლების არასაკმარისი რაოდენობა გახდა.
,,საშტატო ნუსხა 109 თანამშრომელს შეიცავს, აქედან მხოლოდ ნაწილია დასაქმებული, ნაწილი კი კონკურსის დასრულების შემდეგ შეირჩევა" – განმარტავს ზაზა მელიქიძე.
ადგილობრივი ხელისუფლების ამ ქმედებას, უხეშ შეცდომას უწოდებს საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი გელა დემეტრაძე.
ჯერ კიდევ სამი კვირის წინ, ქალაქის მერიამ პოზიციების ნაწილზე კონკურსი გააუქმა.
ოფიციალური ინფორმაციით, კონკურსი ხელახლა უნდა გამოცხადებულიყო. ამის შესახებ ,,მეცხრე არხი" 23 დეკემბერს წერდა.