მუსლიმები რამაზან ბაირამს აღნიშნავენ
მუსლიმური სამყარო რამაზან ბაირამს – ერთთვიანი მარხვის დასასრულს ზეიმობს.
მეჩეთებში დღეს რამაზანის ლოცვა ჩატარდება.
საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ მიმართვა გაავრცელა და მუსლიმებს რამაზანი მიულოცა.
„ეს დღესასწაული, მორწმუნეთათვის რამაზნის მთვარის ღირსეული საჩუქარია. დაე, მთელს მსოფლიოში დასრულებულიყოს არეულობა, ძალადობა, სისხლისღვრა, მშობლების წუხილი და ახალგაზრდების ტრაგედიები. დღესასწაული განაწყენებულთა შერიგების, ერთიანობის გაძლიერების და ურყევი ძმობის გამოვლინების საუკეთესო მომენტი", – ნათქვამია მიმართვაში.
მუსლიმებს დღესასწაული სოციალურ ქსელში მიულოცა ჭელის მეჩეთის წინამძღვარმა. ჯამბულ აბულაძემ მარხვის დღესასწაულის ლოცვა 6:17 წთ-ზე დააანონსა.
"გილოცავთ სულიერების ყველაზე მაღალი თვის მარხვის სადღესასწსულო
დილას!
მშვიდობა და სიყვარული მორწუნეთა გულებს!"
რამაზან ბაირამი სამი დღე გაგრძელდება.