აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს ახალციხეში ჩამოაბრძანებენ. ხატთან მიახლება მრევლს 12 მაისს დღის მეორე ნახევარში მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში შეეძლება. სიწმინდე აქ ერთი დღის განმავლობაში დარჩება.
13 მაისს, დილით ხატი აწყურის საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც საზეიმო წირვას ახალციხისა და ტაო-კლარჯეტის მიტროპოლიტი თეოდორე აღავლენს.
14 მაისს ხატი ეპარქიას დატოვებს და ბორჯომში გადაინაცვლებს.
აწყურის ღვთისმშობლის ხატის ასლი უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით დაიწერა. მისივე კურთხევით, 17 მაისი ხატის მადლიერების დღედ დაწესდა.
აწყურის ღვთისმშობლის ხატი — ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც საქართველოში წმინდა ანდია პირველწოდებულმა შემოაბრძანა. მის მიერ განვლილი გზა გასულ წელს საქართველოს კათოლიკო–პატრიარქმაც გაიარა. ილია მეორე ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას ორი დღის განმავლობაში სტუმრობდა.
ავტორები: მარიამ მუმლაძე, თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე
|