მართლმადიდებელი ეკლესია ელიაობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მწყემსთავარს ანგელოზის დღეს ულოცავს. ელიაობა ყოველწლიურად 2 აგვისტოს აღინიშნება. განსაკუთრებულად ამ დღეს
დედოფლისწყაროში დღესასწაულობენ, სადაც ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს ღია ბარათს უგზავნის, რომელსაც საპატრიარქოს ვებგვერდი ავრცელებს.
,,უნეტარესო და ქრისტესმიერ უსაყვარლესო ძმაო,
მადლობას შევწირავთ უფალს დიდებისას, რომ გვაქვს სიხარული და პატივი უკვე მრავალი წელია დავუკავშირდეთ თქვენს უნეტარესობას თქვენი სახელობის წმინდანის დღესთან დაკავშირებით.
ეს არის კიდევ ერთი მაგალითი მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობისა, წმინდა ერთარსი და განუყოფელი სამების სახელით.
მსოფლიო საპატრიარქოს კათედრიდან, რომელიც დასაბამიდან იღწვის უფლის სხეულის – ეკლესიის ერთიანობისათვის, გიგზავნით გულითად მოლოცვას, და შევთხოვთ უფალს, რომ მოგანიჭოთ მრავალჟამიერ სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რათა კიდევ დიდხანს განაგრძოთ თქვენი მაღალმსახურება, მისი ეკლესიის გასაძლიერებლად და პირველ რიგში ჩვენი მხსნელი უფალი იესო ქრისტეს სახელის სადიდებლად.
ის პოლა ეტი, უნეტარესო ძმაო!
თქვენი ქრისტესმიერი და მუდამ თქვენი სამსახურისთვის მზადმყოფი ძმა
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი".