მუსლიმები ყურბან–ბაირამს ზეიმობენ
რამაზან ბაირამის დასრულებიდან 70-ე დღეს მსხვერპლშეწირვით სრულდება.
მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმის ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლის ხორცს თანაბრად ანაწილებს.
თითოეული ოჯახი თავიანთ წილს ახლობლებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემს.
შესაწირი ცხოველი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი. ასევე, მნიშვნელოვანია ასაკობრივი ფაქტორიც.
ცხვარი 6 თვეზე ნაკლების არ უნდა იყოს, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი მინიმუმ ორი წლის უნდა იყოს.
ყურბან-ბაირამი 21 აგვისტოს დაიწყო და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
ყურბან-ბაირამს, ანუ მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს, მუსლიმისთვის ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ქრისტიანისთვის აღდგომას.