რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. რომის
პაპმა მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო. “აღსანიშნავია, რომ
ვატიკანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და
ეს არის სახელმწიფო, რომელთან ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია კათოლიკურ სამყაროში საქართველოს ცნობადობის
ამაღლებისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის
მხარდაჭერის მიმართულებით. გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც
რელიგიური სახელმწიფო თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და
განსაკუთრებულ როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში”, –
განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ
ფხალაძემ. მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს
კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. იგი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც
ესტუმრება.
რომის პაპი ფრანცისკე
საქართველოს სექტემბრის ბოლოს ეწვევა. რომის პაპმა მოწვევა
საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღო.
“აღსანიშნავია, რომ ვატიკანი მნიშვნელოვან როლს
ასრულებს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეს არის სახელმწიფო, რომელთან
ურთიერთობაც ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კათოლიკურ
სამყაროში საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ოკუპირებული
ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის
მიმართულებით.
გარდა ამისა, წმინდა საყდარი, როგორც რელიგიური
სახელმწიფო თავისთავად ორიენტირებულია მშვიდობაზე და განსაკუთრებულ
როლს ასრულებს სამშვიდობო პროცესების განვითარებაში”, –
განაცხადა პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ
ფხალაძემ.
მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს კავკასიური
ტურნეს ფარგლებში ეწვევა. იგი სომხეთსა და აზერბაიჯანსაც
ესტუმრება.