რელიგია
დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი გახსნილია
ამ დროისთვის მომლოცველებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და ტურისტებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა სასულიერო პირებს და მრევლს დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისვლის უფლება დღეს მისცეს.

დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტის, კირიონის (ონიანი) ცნობით, სამი დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და სასულიერო პირებს მონასტერში აღარ უშვებდნენ.

ფაქტთან დაკავშირებით გუშინ, დღის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც იმ დროისთვის იყო დაკეტილი.

ასევე, დაგაინტერესებთ:


| Print |