რელიგია
22 მაისს ნიკოლოზობა აღინიშნება

 

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას ზეიმობს. 22 მაისი ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

 

ნიკოლოზი მცირე აზიაში, ლუკიის მხარის ქალაქ პათარაში ქრისტეს შობიდან 257 წელს დაიბადა. მის მშობლებს თეოფანეს და ნონას შვილი დიდხანს არ ჰყავდათ. ისინი მდიდრები იყვნენ და გაჭირვებულებისთვის უამრავ მოწყალებას გასცემდნენ. ღმერთმა მათ ვაჟი - მომავალი მღვდელმთავარი და სასწაულთმოქმედი უბოძა. სასწაულთმოქმედების უნარი  ნიკოლოზმა პატარაობიდანვე გამოამჟღავნა. 

325 წელს წმინდანი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. ის ამასთან დაკავშირებით, ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.

წმინდა ნიკოლოზი 342 წლის 6 დეკემბერს ღრმად მოხუცებული, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი სხეული ქალაქის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი უხრწნელი ნაწილები კი, კეთილსურნელებას და მირონს გამოსცემდნენ. წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული.

ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერი – წმიდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის ხსენების, 22 მაისი კი – ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა.

 

Facebook Twitter
თეგები: ნიკოლოზობა /
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 11 °C
img
ადიგენი 20 °C
img
ბორჯომი 12 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 7 °C
img
ბაკურიანი 7 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2657
RUB
RUB
100
4.6163
TRY
TRY
1
0.5171
USD
USD
1
2.9626
AMD
AMD
1000
6.2239
კალენდარი
«« სექტემბერი 2019 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.