ივლიტაში სოფლის დღესასწაულისთვის ემზადებიან
28 ივლისს მართლმადიდებლები წმინდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს აღნიშნავენ.
დღესასწაულისთვის მზადება უკვე დაიწყეს ახალციხეში, სოფელ ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში.
წმიდა მოწამე დედა-შვილი - ივლიტა და კვირიკე ქრისტიანობისთვის წამებით მოკლეს.
მათ მიმართ მორწმუნეები ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის ლოცულობენ.