ასოცირების შესახებ შეთანხმება, ოჯახური ღირებულებები ევროკავშირის ქვეყნებში და რელიგიურ უმცირესობათა უფლებები საქართველოში – ეს ის თემებია, რომელიც ახალციხეში ახალციხეში რელიგიურ უმცირესობებთან რიგით მეორე შეხვედრაზე განიხილეს.
„ლევან მიქელაძის ფონდის“ წარმომადგენლები სამცხე–ჯავახეთის კათოლიკე სასულიერო პირებს შეხვდნენ.
ღონისძიებას რეგიონში მოღვაწე ლათინური და სომხური წესის მღვდელმსახურები მრევლთან ერთად დაესწრნენ.
პროექტი სახელწოდებით – ,,ასწავლე მაცნეს – ევროკავშირი, ადამიანის უფლებები და ოჯახური ღირებულებები“ ჰოლანდიის სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. მის მიზანს ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებული რეგიონების სასულიერო ლიდერების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
|