კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს
შეახსენებს, რომ შობის ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ
დაავიწყდეს. ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში
საკვირაო ქადაგებისას ბრძანა. “არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება
ფანჯარაში. თქვენ იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს
სახლებში, ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას
ქრისტე. დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, – ბრძანა
პატრიარქმა. ილია მეორის თქმით, მრავალი განსაცდელი იყო, არის და
იქნება, მაგრამ “არ უნდა შეგვეშინდეს, ღმერთი ძალიან ახლოსაა
ჩვენთან”. “საგალობელი “დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”, ეს ლოცვა კიდევ
ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს გვტოვებს ჩვენ.
როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ, ყველაზე ახლოს
მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან”, – ბრძანა უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მრევლს შეახსენებს, რომ შობის
ღამეს ფანჯარაში სანთლის დანთება არ დაავიწყდეს. ამის შესახებ ილია
მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
“არ დაგავიწყდეთ სანთლის დანთება ფანჯარაში. თქვენ
იცით, ეს არის სიმბოლო იმის, რომ ჩვენ ვიწვევთ ჩვენს სახლებში,
ბინაში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რათა ჩვენთან იშვას ქრისტე.
დალოცვილი და გახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა“, –
ბრძანა პატრიარქმა. ილია მეორის თქმით, მრავალი განსაცდელი იყო, არის
და იქნება, მაგრამ “არ უნდა შეგვეშინდეს, ღმერთი ძალიან
ახლოსაა ჩვენთან”. “საგალობელი “დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო”, ეს
ლოცვა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმის შესახებ, რომ უფალი არასდროს
გვტოვებს ჩვენ. როცა გვგონია, რომ მარტო ვართ და მიტოვებული ვართ,
ყველაზე ახლოს მაშინ არის მაცხოვარი ჩვენთან”, – ბრძანა
უწმინდესმა.