რელიგია
პოლიტიკურ ცხოვრებაში მღელვარებაა, მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე - მეუფე შიო

 

პოლიტიკურ ცხოვრებაში მღელვარებაა, მთავარია, შევინარჩუნოთ სიმშვიდე. სირთულეებიც არის, ეს ნორმალურია, მაგრამ თუკი ჩვენ სიმშვიდეს დავკარგავთ, დავკარგავთ სიყვარულს, მაშინ ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს,-ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.

მეუფე შიომ ქვეყანაში არსებული ვითარების თაობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ასეთ ვითარებაში მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება.

„გაგახსენებთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შეგონებას, სწავლებას, რომ მთავარია შევინახოთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ასეთ დროს. როდესაც ასეთი პროცესები წარიმართება, აუცილებელია , რომ სიმშვიდის ფონზე იყოს. სირთულეებიც არის, ეს ნორმალურია, მაგრამ თუკი ჩვენ სიმშვიდეს დაკვარგავთ, დავკარგავთ სიყვარულს და შეგნებას იმისა, რომ ეს ღვთის საჩუქარია და ღმერთს უნდა ვამსახუროთ, მაშინ ძალიან ცუდად შეიძლება დასრულდეს, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როდესაც გადავაყოლეთ ჩვენ მრისხანებას, ამბიციებს, შეიძლება ითქვას უგუნურებას. რამდენი ტრაგედია მომხდარა ჩვენს ისტორიაში და კიდევ ერთხელ გახსენებთ ამას. ღმერთმა ყველას- ჩვენს ხალხს, ხელისუფლებას, ოპოზიციას მოგვცეს სიმშვიდე, სიმშვიდით სიყვარულით და დაფიქრებით იმაზე, რომ ყოველი დღე ჩვენს ცხოვრებაში ღვთის საჩუქარია და ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა“,-განაცხადა მეუფე შიომ.

 

Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე -5 °C
img
ახალქალაქი -8 °C
img
ასპინძა -9 °C
img
ადიგენი 4 °C
img
ბორჯომი -5 °C
img
თბილისი 2 °C
img
აბასთუმანი -7 °C
img
ბაკურიანი -9 °C
img
ნინოწმინდა -8 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2796
RUB
RUB
100
4.6333
TRY
TRY
1
0.5129
USD
USD
1
2.9573
AMD
AMD
1000
6.1855
კალენდარი
«« დეკემბერი 2019 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.