მართლმადიდებელი მრევლი 19 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ – ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით, ტაძრებში საღმრთო ლიტურგია შესრულდა. სადღესასწაულო წირვა ჩატარდა ახალციხის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაშიც.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო.
325 წელს წმინდა მღვდელმთავარი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.
წმინდანის მირონმდინარე ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. მორწმუნეები მღვდელმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.
იგი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც პატრიარქმა ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.
|