მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის,
მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის
ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა
ჩატარდება. წმინდა ნიკოლიზი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ
და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ
მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი
ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო. 325 წელს წმინდა მღვდელმთავარი
ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში მონაწილეობდა, რომელზეც სამების
ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი ამასთან დაკავშირებით
ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი
მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. მისი მირონმდინარე ნაწილები
იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია
დასვენებული. მორწმუნეები მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი
გასაჭირის ჟამს მიმართავენ. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის
მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს
მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა. მართლმადიდებლები წმინდა
ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ: 19 დეკემბერს,
გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, მისი წმინდა ნაწილების მირონიდან
ბარში გადასვენების დღეს.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს
საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის,
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან
დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
წმინდა ნიკოლიზი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და
კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ
მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი
ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო.
325 წელს წმინდა მღვდელმთავარი ნიკეის პირველ მსოფლიო კრებაში
მონაწილეობდა, რომელზეც სამების ერთარსებობის დოგმატი დაამტკიცეს. იგი
ამასთან დაკავშირებით ერეტიკოსების წინააღმდეგ იბრძოდა.
წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა.
მისი მირონმდინარე ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში, წმინდა
ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული. მორწმუნეები
მღვდელთმთავარს შეწევნისათვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს
მიმართავენ.
წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ
ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
შეავედრა.
მართლმადიდებლები წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ
აღნიშნავენ: 19 დეკემბერს, გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, მისი
წმინდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეს.