მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის
ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ნეკრესში საქართველოს სხვადასხვა
კუთხიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება და წმიდანს შემწეობას სთხოვენ.
აბიბოს ნეკრესელი ერთი იმ “ასურელი მამათაგანია”, რომლებიც
ქრისტიანობის გავრცელების მიზნით, საქართველოში VI საუკუნის შუა
წლებში ჩამოვიდნენ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში არაერთი სავანე დააარსეს. ნეკრესელი თავდაპირველად
ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ იოანე ზედაზნელის
კურთხევით, ნეკრესში ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა, სადაც
ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა. წმიდანის მღვდელმთავრობა
საქართველოსათვის მძიმე პერიოდს დაემთხვა. ქვეყანაში
ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ. აბიბოს ნეკრესელი
დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, მოსახლეობას
ქრისტიანობას უქადაგებდა და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ როცა
მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, მათ
წინაღმდეგ მკაცრად გაილაშქრა, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო.
მღვდელმთავრის ასეთმა მოქცევამ სპარსელები განარისხა. მათ შეიპყრეს
აბიბოსი, სასტიკად ცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს.
სპარსეთის მარზპანმა აბიბოსი თავისთან დაიბარა და მისი წამება ბრძანა.
ნეტარი აბიბოსი ჯალათებმა “ქვით განტვინეს, მოკლეს და განათრიეს
გარეშე ქალაქსა”. ცხედარი უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა
საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის
წაესვენებინა და პატივით არ დაეკრძალათ. ღამით რეხის მღვდლები
და ბერები მივიდნენ და მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში
დიდი პატივით დაასაფლავეს. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს მისი
უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში
გადაასვენეს და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაკრძალეს.
მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მღვდელმოწამე
აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ნეკრესში
საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი მომლოცველი იკრიბება და
წმიდანს შემწეობას სთხოვენ.
აბიბოს ნეკრესელი ერთი იმ “ასურელი მამათაგანია”, რომლებიც
ქრისტიანობის გავრცელების მიზნით, საქართველოში VI საუკუნის შუა
წლებში ჩამოვიდნენ და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში არაერთი სავანე დააარსეს. ნეკრესელი თავდაპირველად
ზედაზნის მონასტერში მოღვაწეობდა, შემდეგ იოანე ზედაზნელის
კურთხევით, ნეკრესში ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა, სადაც
ნეკრესის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.
წმიდანის მღვდელმთავრობა საქართველოსათვის მძიმე პერიოდს დაემთხვა.
ქვეყანაში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ. აბიბოს
ნეკრესელი დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, მოსახლეობას