ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა–ლოცვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინა.
წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. იგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს, მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს.
წმინდა გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა.
ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში მისი აღნიშვნის ტრადიცია საქართველოდან გადავიდა. დღესასწაული მორწმუნეებმა სამცხე–ჯავახეთის ყველა მოქმედ ტაძრში იზეიმეს.
|